04 მაისი 2024,   13:20
ვრცლად
ხელფასში ჩვენ ვხარჯავდით 8 მილიონ ლარს, „ოცნება“ ხარჯავს 20 მილიონ ლარს - "ენმ"-ის მერობის კანდიდატი ბათუმში

„ხელფასში ჩვენ ვხარჯავდით 8 მილიონ ლარს, „ოცნება“ ხარჯავს 20 მილიონ ლარს,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ლევან ანთაძემ, გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში, ბიუჯეტის გადანაწილების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ლევან ანთაძის განცხადებით სახელფასო ფონდი 2,5-ჯერ გაიზარდა და ეს თანამშრომლების ხელოვნურად გაბერილი სიის წყალობით მოხდა. მან აღნიშნა, რომ ამ გაზრდილი ხარჯებიდან „ენმ“ თანხას სხვა მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გაათავისუფლებს.

„2,5-ჯერ გაიზარდა სახელფასო ფონდი, 1000 კაცით გაზრდილია მერიის შემადგენლობა აიპების, მოადგილეების, დირექტორების, იურისტებისა და ა.შ. ხარჯზე. ზუსტად აქედან გამოვათავისუფლებთ ჩვენ თანხას,“ - განაცხადა ლევან ანთაძემ.

დღის ამბები