26 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
დაპირისპირება პარლამენტთან - სამართალდამცველებმა ბეჟან გუნავა დააკავეს 

„პატრიოტთა ალიანსის“ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დააკავეს. ბეჟან გუნავა სამართალდამცველებმა პარტიის მიერ გამართულ აქციაზე წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების საფუძველზე აიყვანეს.

ხმაური და დაპირისპირება თბილისის პარლამენტის შენობასთან ბანერის დადგმას მოჰყვა, რის საშუალებასაც აქციის მონაწილეებს პოლიცია არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ პარტიის წევრებმა ბანერი ნებართვით მაინც განათავსეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ექსცესები ახლდა ამას თან. მაგრამ მნიშვნელოვანია აქ გადაწყვეტილება. მე საჯაროდ მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს, მივმართე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ჩვენთვის არ შეექმნათ დაბრკოლება  ამ ბანერის განთავსებისას. კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, საჯაროდ გამოაქვეყნონ მათ მოთხოვნები,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური პრობლემების გადაჭრისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით მართავს. პარტიის რამდენიმე აქტივისტი მეოთხე  დღეა შიმშილობს.

დღის ამბები