26 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
აუდიტის სამსახური „ქართული ოცნების“ შემომწირველებს ვერ პოულობს - უწყებების ჩაბარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

აუდიტის სამსახური „ქართული ოცნების“ შემომწირველებს ვერ პოულობს.

მაკონტროლებლ ორგანოში განმარტავენ, რომ ორი დღის განმავლობაში მხოლოდ "ევროპული საქართველოს" დამფინანსებლების გამოკითხვა მოხერხდა, მმართველი პარტიის შემომწირველებს კი უწყებები ვერ ჩაბარდათ.

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურიშვილის თქმით,  ისინი იურიდიულ მისამართებზე არ აღმოჩნდნენ.

უმცირესობა - უმრავლესობის დამფინანსებლების გამოკითხვა აუდიტის სამსახურში დღესაც გაგრძელდება.

ორი დღის განმავლობაში სულ სამი პირის განმარტებები მოისმინეს, სამივე მათგანი მაჟორიტარობის კანდიდატია და უმცირესობას 5-5 ათასი ლარი შესწირა. უწყებას ჯერრჯობით არ მოუსმენია მსხვილი დამფინანსებლებისთვის

„ჩვენ ვთვლით, რომ მათ მიმდინარე შემოსავლები არის მცირე განხორციელებულ შემოწირულობასთან მიმართებაში,“-განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

დღის ამბები