26 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ზუგდიდში მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ზუგდიდში მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

პარტიაში განმარტავენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადგილობრივებს ემუქრება და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

ანი წითლიძის განცხადებით, სოფელ ყულიშკარის გამგებელმა, ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე პარტიას საჯარო მოხელეების პერსონალური ინფორმაციის შემცველი სია მიაწოდა.

„ამ ჩამონათვალში, აღნიშნულია ყველა ის საჯარო მოხელე, რომლიც ცხოვრობს ყულიშკარში და რომელზეც ზემოქმედების მოხდენა „ქართულ ოცნებას“ მის სასარგებლოდ შეუძლია,“-განაცხადა ანა წითლიძემ.

ბრალდებებს უარყოფენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელის თქმით, დოკუმენტი გაყალბებულია.

დღის ამბები