26 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - შსს-მ ოპერატიული ვიდეომასალა გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის ოპერატიული ვიდეომასალა გაავრცელა. უწყების ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ერთი პირი, ვისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

მოპოვებულ მტკიცებულებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის რეალიზაციის ამსახველი კადრებიც გაავრცელეს, რომელიც ასევე მტკიცებულებადაა ამოღებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები