26 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
"გადავკეტავთ გზას არჩევნებზე და არ შევუშვებთ არავის" - პატარა ფოთის მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

პატარა ფოთის მოსახლეობა ხელისუფლებას გზის შეკეთებას სთხოვს. პატარა ფოთში მოპირკეთებული საასფალტო გზა სოფლის შესასვლელთან მალევე წყდება. ხობის რაიონის ამ სოფელში 3 კილომეტრიან მონაკვეთზე ტრანსპორტის გავლა თითქმის შეუძლებელია. 300 კომლიან სოფელში ყვებიან, რომ წვიმის დროს სახლიდან გამოსვლასაც ვერ ახერხებენ. უამინდობისას ადგილამდე მისვლას ვერც სასწრაფოსა და პოლიციის ავტომანქანები ახერხებენ.

პატარა ფოთის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას წინა რამდენიმე არჩევნების დროს გაცემულ დაპირებას ახსენებს.

სოფლის რწმუნებული კი, პატარა ფოთის პრობლემას უსახსრობას უკავშირებს.

პრობლემებით შეწუხებული მოსახლეობა ამჯერად დანაპირების არჩევნებამდე შესრულებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ აქციას არჩევნების დღეს გამართავენ, გზას გადაკეტავენ და მოსახლეობას საარჩევნო უბანთან მისვლის საშუალებას არ მისცემენ.

"გადავკეტავთ გზას, დავდგებით ყველა არჩევნებზე და არ შევუშვებთ არავის," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები