04 მაისი 2024,   16:05
ვრცლად
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სამხედრო პოლიგონზე ხანძარი გაჩნდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს ფერდობზე ხანძარია. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სამხედრო პოლიგონზე ცეცხლი რამდენიმე ადგილზე გაჩნდა.

ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის რამდენიმე კერა მთის ფერდობზეა, რომელთან მისვლასაც მეხანძრეები ვერ ახერხებენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თემურ ქოჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე საათში შეძლებენ.

დღის ამბები