26 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. ამ წუთებში დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი. 

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა და სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები