26 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
ალეკო ელისაშვილმა მოსახლეობას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების საკუთარი პროგრამა წარუდგინა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების საკუთარი პროგრამა წარადგინა. ალეკო ელისაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას თბილისში არსებულ ძირითად პრობლემებზე ესაუბრა.

„ეკოლოგიური თვალსაზრისით, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ქალაქში არის კატასტროფული მდგომარეობა გადაუჭარბებლად. ჩვენ ვართ ძალიან ცუდი სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში მოწინავე, პირველი ქვეყანა მოწამლული ჰაერით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით ვართ პირველ ადგილზე. ეს ძალიან ჯოჯოხეთური მონაცემია, მაგრამ ეს არის რეალობა,“ -აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია ის ვითარება, რაც ქალაქში არსებობს.

„ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან სწორედ მათი წყალობით იჭრებოდა და იჭრება დღესაც, წინასაარჩევნო პერიოდშიც ყოველ დღე ჭრიან ხეებს,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ასევე იმ მიზეზებზე, ისაუბრა, რაც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს.

„მტვერთან და გამონაბოლქვთან ბრძოლისას აუცილებელია დადიოდეს გამართული, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი,“ - აღნიშნავს მერობის კანდიდატი.

გარდა ამისა, ელისაშვილი გამწვანების პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რო ამ მხრივ დედაქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა.

დღის ამბები