26 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
გოგა ონიანის საქმეზე ჩვენება სახალხო დამცველმა მისცა

გოგა ონიანის საქმეზე ჩვენება სახალხო დამცველმა მისცა. უჩა ნანუაშვილმა სასამართლოს დაცვის მხარის მოწმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სახალხო დამცველთა იმყოფებოდა და პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებდა.

„საუბარი არის ბრალდების მოწმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. მე ჩავთვალე, რომ ეს ინფორმაცია, შესაძლოა, ყოფილიყო არსებითი მოსამართლისთვის. იქნებოდა საინტერესო, რადგანაც მან გაცილებით განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენ, რომელიც საუბრობდა ზეწოლაზე და ამბობდა იმას, რომ სწორედ ზეწოლის შედეგად მისცა მან ონიანის საწინააღმდეგო ჩვენება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სასამართლო პროცესი დახურული იყო. გამოძიება ადვოკატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და განზრახ უკანონო დაკავებას ედავება.

დღის ამბები