26 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის გასამართლებული პირების უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოში შეეცდება

მთავარი პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის გასამართლებული 14 პირის უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოში შეეცდება. შოთაძის უწყებამ ტერორიზმის ბრალდებით, წითელი ცირკულარით ძებნილი უშიშროების ყოფილი მინისტრის თანამოაზრეების გამართლების მოთხოვნით მეორე ინსტანციას მიმართავს.

პროკურატურა დღეს ეჭვქვეშ აყენებს ერთ-ერთი დაკავებულის სახლში აღმოჩენილს იარაღს, საბრძოლო მასალებს, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებს, სატელეფონო ჩანაწერებს და აღიარებით ჩვენებას. თუმცა ამ შემთხვევაშიც უცნობი რჩება პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალები და რა მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა უწყება დასკვნამდე, რომ გასამართლებული პირები უდანაშაულო არიან.

პროკურატურის გადაწყვეტილება იგორ გიორგაძის თანამოაზრეების საქმის გადასინჯვის შესახებ ოპოზციის შეფასებით ადასტურებს რომ "ქართული ოცნება" რუსეთის ინტერესების გამტარებელია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ საქმეში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

დღის ამბები