26 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას - ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას - ასე პასუხობს, ბრიტანეთის პრემიერი, ტერეზა მეი ევროპელი ლიდერების თხოვნას, რომლებმაც მას გუშინ გაჟღერებული ინიციატივის დეტალური განმარტება სთხოვეს.

ბრიტანეთის პრემიერმა ევროკავშირს ბრექსიტის შემდეგ, ორწლიანი გარდამავალი პერიოდი შესთავაზა. ამ ორი წლის განმავლობაში მხარეები ერთმანეთის ბაზრებზე წვდომას არსებული სახით შეინარჩუნებენ.

ტერეზა მეი განმარტავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპელი მოკავშირეების გვერდით დარჩება და საერთო ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, მათთან ერთად დაიცავს.

ამას გარდა, ტერეზა მეი პირობას დებს, რომ მოკავშირეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბრიტანეთი მომავალშიც გააგრძელებს დიპლომატიური და სამხედრო რესურსების გამოყენებას და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას.

 

ფოტო: theguardian.com

დღის ამბები