26 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
ხანძრის ჩაქრობას წაღვერის რაიონში დილიდან რამდენიმე ვერტმფრენი ცდილობს

ხანძრის ჩაქრობას წაღვერის რაიონში დილიდან რამდენიმე ვერტმფრენი ცდილობს. სოფელ მზეთამზის თავზე დილის 07:00 საათიდან სასაზღვრო პოლიციის, კერძო კომპანიისა და აზერბაიჯანელების ვერტმფრენი მუშაობს. შუადღის 15:00 საათისთვის კი ადგილზე ელოდებიან თურქეთის ვერტმფრენს, რომელზეც მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააგზავნა.

ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება, თუმცა ტერიტორიაზე დაკვამლიანება ისევ რჩება.

წაღვერში ხანძარი უკვე მეორედ, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამჯერად ცეცხლის გაჩენის მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება. 

ფოტო:ლევან კალანდია.

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები