04 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - მმართველმა პარტიამ ქუთაისელ ამომრჩეველს სიის პირველი ათეული წარმოუდგინა

მმართველმა პარტიამ ქუთაისელ ამომრჩეველს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიის პირველი ათეული წარმოუდგინა.  

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა სიაში მყოფები ადგილობრივებს ღია ტერასაზე გააცნო. გიორგი ჭიღვარია შეკრებილებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მერობის კანდიდატმა პრიორიტეტად ქალაქის განვითარება დაასახელა.

"ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მათი გუნდის პრიორიტეტი ქუთაისის სწორი განვითარებაა.

„მე და ჩემი გუნდი, მად ვართ, რომ  24 საათის განმავლობაში ვიმუშაოთ ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელებისათვის,“ - აღნიშნა ჭიღვარიამ.

დღის ამბები