26 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენები მისი ქონების გასაზრდელად

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, გავლენებს თავისი ქონების კიდევ გასაზრდელად იყენებს.

აუდიტორული შეფასებების მიხედვით, „ქართუს“ დაზღვევის აქტივები 2013 წლიდან 2016 წლის ბოლომდე, 3 მილიონ 970 000 ლარიდან 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეკონომიკის და სადაზღვევო ბაზრის სტაგნაციის პირობებში, პოლიტიკა ის ერთადერთი ფაქტორია, რაც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, კომპანიას 3,5-ჯერ გაზრდიდა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ქართუს" სადაზღვევო ბიზნესის წარმატებას იმავე კომპანიის მესვეურებმა და ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ საკუთარი ბიზნესინტერესებიც დაურთო და შედეგად სახელმწიფო კონტრაქტებს არაფორმალურ მმართველთან დაახლოებული წრეც კარგად იყენებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის შესაძლო გათეთრებაზე საუბრობენ. პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ შვილს, ბერა ივანიშვილს, „ურეკი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი 4 მილიონ ლარად მიჰყიდა მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში შპს-ის ბალანსზე არავითარი უძრავი ქონება არ ფიქსირდებოდა. „ენმ“-ში აცხადებენ, რომ მამა შვილს 180 ლარად დარეგისტრირებული შპს 4 მილიონად მიჰყიდა და ეს სერიოზულ ეჭვებს აჩენს.

ლევან ხაბეიშვილი ფულის შესაძლო გათეთრებაზე საუბრობს და პროკურატურისგან მოითხოვოს იმ მოტივების დადგენას, თუ რატომ გადავიდა ფარატინა ფურცელზე დაფუძნებული კომპანია 4 მილიონ ლარად ოჯახის ერთი წევრიდან მეორე წევრის სახელზე.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები