02 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
აქცია ილიას სახელმწიფო უნივერისტეტთან - სტუდენტები რექტორს ხვდებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლიდან ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, ამ წუთებში უნივერსიტეტის რექტორს ხვდებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორების გათავისუფლებას დილიდან აპროტესტებენ. რამდენიმე მოწვეულ პედაგოგს ახალი სემესტრიდან უმაღლესმა სასწავლებელმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და მათთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა.

სტუდენტები გათავისუფლებული ლექტორების აღდგენას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ილიას უნივერსიტეტში ხელოვნური პროცესები მიმდინარეობს. ისინი ამბობენ, რომ „უსამართლოდ“ წარიმართა პროცესი, რადგან ლექტორები გათავისუფლების შესახებ არ გააფრთხილეს.  

სტუდენტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებს ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, ნინო პატარაია ჩამოშორდეს, რადგან მათი თქმით, სწორედ ის განაგებს პროცესებს.

უნივერსიტეტში ლექტორების გათავისუფლების მიზეზად, სხვა უნივერსიტეტებში მათ მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავებას ასახელებენ.

დღის ამბები