26 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
კახი კალაძის საარჩევნო კამპანიაში ჩართული ბაღები და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე წინასაარჩევნო კამპანიისთვის სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელ მასალა „კურიერმა“ მოიპოვა.

კვირას, კახი კალაძესთან შეხვედრაზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სხვადასხვა ბაღის თანამშრომლები, რამდენიმე დღით ადრე დაიბარეს და განუცხადეს, რომ ადგილზე აუცილებლად უნდა მისულიყვნენ. ამის დასადასტურებლად, გაურკვეველ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს.

აღმზრდელები და მასწავლებლები, უქმე დღეს დაიბარეს და კალაძესთან შესახვედრად, ავტობუსებით წაიყვანეს.

ამის თაობაზე ინფორმაცია ბაღების მართვის სააგენტოში არ აქვთ.

კახა კალაძის კონკურენტები, თბილისის მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უკვე დიდი ხანია დაიწყო და გამგეობისა თუ საბავშვო ბაღების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები.

ოპოზიციის წამომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველ პირებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები აიძულებენ შეხვედრებზე მისვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან.

"კურიერმა" კახი კალაძის კიდევ ერთი შეხვედრა ცოტა ხნის წინ გადაიღო. წინასაარჩევნო შეხვედრას ბაღების თანამშრომლები ესწრებოდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას თავად თანამშრომლებიც ადასტურებენ.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები