26 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
დაპირისპირება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაში ადანაშაულებს, რადგან პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი განაცხადა. სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა განიხილონ.

რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი პრეზიდენტმა დღეს რამდენიმე არგუმენტით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტს არაერთი ხარვეზი აქვს, არ არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი პარტიებს შორის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც გათვალისწინებული არ არის. შენიშვნების მიუხედავად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დღეს არ დააკონკრეტა გამოიყენებს თუ არა ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტი.

პრეზიდენტის პოზიციას საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებს და მმართველის გუნდის მიერ ორი მოსმენით დამტკიცებულ  ცვლილებებს ერთპარტიულს უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საკონტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები