26 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
"რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, მივესალმები ყველა დეპუტატის მხარდაჭერას"- თეა წულუკიანი

"ამ ტექსტს მივესალმები, მივესალმები ყველა იმ დეპუტატის მხარდაჭერას, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას,"- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის მიერ კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ გააკეთა. თეა წულუკიანის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების უზურპაციას გამორიცხავს. 

"ეს არის ის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ხელისუფლების უზურპაციას და ასევე გამორიცხავს, რაც მე მახსოვს თანამდებობაზე ყოფნის დროს, როდესაც ადამიანებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილი ურთიერთობები და ამან გამოიწვიოს ინსტიტუტებს შორის კრიზისი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი არის ამიერიდან გამორიცხული და ეს ეპოქა არის დასრულებული,“- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები