26 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა. მიზეზად კი, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი სამი დღის წინ საკრებულოში მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებას ასახელებს.

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი გადაეცემა. 

საკრებულოს დატოვებისკენ ელისაშვილი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებს. რადგან, ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის ნაწილის გადაცემა "ქართულ ოცნებას" ერთპარტიულად მოუწევს.

“მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია აქ სამსახურში სიარული, სხდომებში მონაწილეობა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ვინაიდან, ეს არის უბრალოდ შეურაცმხყოფელი, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხის და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ იყო ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები