04 მაისი 2024,   10:14
ვრცლად
თეთრის ნაცვლად, შავი კარკასი - "ცენტრ პოინტის" მშენებლობებს, სავარაუდოდ, "M2" დაასრულებს

დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში, "ცენტრ პოინტის" შეჩერებულ მშენებლობებს კომპანია "M2" დაასრულებს. ბინათმესაკუთრეებმა პირველი შეთავაზება ოფიციალურად "M2"-სგან მიიღეს.

სახლები ჩაბარდებათ, თუმცა ძველი ხელშეკრულება გაბათილდება და მათთან ახალი შეთანხმება დაიდება, რომლის თანახმად, დაზარალებულებს თეთრი კარკასის ნაცვლად, "M2" ე.წ. შავ კარკასს ჩააბარებს.

დაზარალებულების ნაწილი მზად არის, "M2"-ის შეთავაზებას დათანხმდეს. "M2"-ში განმარტავენ, რომ "ცენტრ პოინტს" არ ყიდულობენ, თუმცა მზად არიან შეჩერებული მშენებლობები დაასრულონ.

პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, "ცენტრ პოინტის" დაპატიმრებულ დამფუძნებლებთან საპროცესო შეთანხმება იმ შემთხვევაში გაფორმდება, თუ დაზარალებული მოსახლეობის უმეტესობა ახალი ინვესტორის შეთავაზებას დათანხმდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები