03 მაისი 2024,   00:21
ვრცლად
ლონდონის ცენტრში ავტომობილი ტროტუარზე შევარდა

ინციდენტი მოხდა ლონდონის ცენტრში. ისტორიის მუზეუმის მახლობლად ავტომობილი ტროტუარზე შევარდა.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. დაკავებულია ერთი ადამიანიც.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. მათი განცხადებით, მომხდარის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები