02 მაისი 2024,   22:47
ვრცლად
ჩვენი სახელმწიფო ჩვენს თვალწინ ლპება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ბიძინა ივანიშვილი თავის უკანა ეზოს იწყობს და ამისთვის მან ხელყო სახელმწიფო, საჯარო ყველა მოქალაქის ქონება, ეს იყო ბოტანიკური ბაღი თუ თბილისის ცენტრში პუშკინის სკვერია. ერთი კაცის ინტერესებისთვის საჯარო ქონება ნიავდება,“ - ამის შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემის შესახებ განაცხადა.

ოპოზიციის წევრმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია და საკრებულო ყოფილი პრემიერის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს. 

„როცა საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს, საათების განმავლობაში ახდენს რამდენიმე საჯარო უწყება მის მომსახურებას. როცა ივანიშვილის ინტერესებს ეხება, კალაძე იქნება თუ კვირიკაშვილი, როგორც ხელის ბიჭებს ისე გამოაგდებენ ხოლმე ტელევიზორების ეკრანებზე, რომ გაამართლონ ის ყველაფერი, რასაც ადგილი აქვს,“ - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ევროპული საქართველოს წევრმა მერიასა და საკრებულოში არსებულ კორუფციულ გარიგებებზეც ისაუბრა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონების საკითხიც გაიხსენა.

„ჩვენი სახელმწიფო ჩვენ თვალწინ ლპება. ჩვენს ქვეყანაში კორუფციამ ღრმად გაიდგა ფეხი,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

 

დღის ამბები