04 მაისი 2024,   10:19
ვრცლად
ოპოზიცია ბაღების სკანდალთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ეს არის ზეწოლა თანამშრომლებზე, ეს არის მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება. ისინი აიძულებენ თანამშრომლებს რომ ზეწოლით და შანტაჟით მიიტანონ ეს სიები“-ასეთი შეფასება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საბავშვო ბაღების სკანდალს, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერთა სიების მობილიზებას ეხება. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ თანამშრომლებს, რომელსაც აიძულებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიები მოაგროვონ, ეს პროცესი არ მოსწონთ.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს,“ მარიამ რამინაშვილის განცხადებით  აღმოჩენილი ფაქტები ადასტურებს ყველა იმ მომენტს რომ ბაღები და ადმინისტრაცია საკუთარ თანამშრომლებს იყენებენ წინასაარჩევნოდ.

„იძულებულს ხდის თანამშრომლებს რომ მათ დაადასტურონ მმართველი პარტიის ერთგულება საკუთარი სამსახურის შენარჩუნების საპირწონედ,“-აცხადებს რამინაშვილი

ოპოზიცია აღნიშნული ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ხმების მობილიზების მიზნით, მერიის დაქვემდებარებულ ბაღების სააგენტოს ავალებს, რომ მათ მოამზადონ მხარდამჭერთა სიები, ანუ ბაღების დირექტორებს დაავალონ, რომ ოცნების მხარდამჭერები მოძებნონ და თან მათგან მიიღონ პირობა, რომ ხმას აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მისცემენ.

სქემა ასე მუშაობს: მთელს ამ პროცესს სავარაუდოდ განაგებს ბაღების სააგენტო. ის იბარებს საბავშვო ბაღების დირექტორებს, ან ურეკავს ან წერილს წერის და მათ ავალებს მოამზადონ მხარდამჭერთა სიები და გადააგზავნონ სააგენტოში, საუბარია ადამიანების გვარებზე, სახელებზე, პირად ნომრებზე. სიაში უნდა იყოს ის ხალხი, ვინც 21 ოქტომბერს გარანტირებულად შემოხაზავს „ქართულ ოცნებას.“ ამის შემდეგ საქმეში ბაღის დირექტორები ერთვებიან, იბარებენ ბაგა-ბაღების თანამშრომლებს და ავალებენ, რომ ერთმა თანამშრომელმა მიიტანოს 20 ამომრჩევლის პირადი მონაცემი და თან მათგან მიიღოს პირობა, რომ ხმას აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მისცემენ.

ბაღის თანამშრომლები ამის შემდეგ იწყებენ ოჯახის წევრების და მეზობლების მონაცემების შეგროვებას და მიაქვთ დირექტორთან. დირექტორმა ჯამში 150-დან 200 კაციანი სია უნდა შეადგინოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები