03 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
პოლიტიკური ზეწოლა მსოფლიო ჩემპიონის მიმართ - ირაკლი ჭანტურია გერმანიას თავშესაფარს სთხოვს

ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ირაკლი ჭანტურია გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ირაკლი ჭანტურიამ საქართველო 1 თვის წინ დატოვა და ახლა გერმანიის ერთ-ერთ კლუბში ვარჯიშობს. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მან ქვეყნის ხელისუფლებას უკვე მიმართა.

ჭანტურია "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი კორცხელის ცნობილი მოვლენების შემდეგ გახდა, სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მას ზონდერიც უწოდა.

მსოფლიო ჩემპიონის ბრალდების ადრესატი ირაკლი ჭანტურიას თავად ადანაშაულებს პროვოკაციაში. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სპორტსმენი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში მოქმედებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკურმა ოპონენტებმა უპასუხეს.

მსოფლიო ჩემპიონი "კურიერთან" საუბრობს, ფოთის მერის გადაწყვეტილებაზეც. კორცხელის ინციდენტიდან რამდენიმე თვეში, მისი მეუღლე ქალაქის მუნიციპალიტეტიდან გაურკვეველი მიზეზებით გაათავისუფლეს. ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გათავისუფლების ფაქტს ვერ იხსენებს და პოლიტიკურ ზეწოლასაც გამორიცხავს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები