26 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
17 კინოროლი - ქართული კინო ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ვარსკვლავს გლოვობს

ქართული კინო ერთ-ერთ ყველაზე  დასამახსოვრებელ ვარსკვლავს გლოვობს.

ლიკა ქავჟარაძემ მაყურებელს თავი არაერთი სახასიათო კინოროლით დაამახსოვრა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი "მარიტა" იყო.

ყველაზე დიდი აღიარებაც მსახიობს სწორედ თენგიზ აბულაძის ფილმმა, "ნატვრის ხემ" მოუტანა.

ეს როლი მსახიობისთვის 46-წლიანი კარიერის განმავლობაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

მსახიობმა პირველი კინოროლი 12 წლის ასაკში შეასრულა, კარიერის განმავლობაში კი სულ 17 ფილმში ითამაშა.

ლიკა ქავჟარაძემ სიცოცხლე 58 წლის ასაკში დაასრულა. მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ საღამოს იპოვეს.

80-იანი წლების ქართული კინოს ვარსკვლავის საცხოვრებელი სახლის კიბე მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში უცნობმა თაყვანისმცემელმა გააფორმა და ნატვრის ქალს უკანასკნელ გზაზე ვარდის ფურცლებით გააცილებს.

უკანასკნელი ინტერვიუ მან გადაცემა "პროფილს" მისცა, სადაც ის საუბრობდა, რომ მხატვრობით იყო გატაცებული და უახლოეს მომავალში პერსონალური გამოფენისთვისაც ემზადებოდა. 

ლიკა ქავჟარაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ” რეინკარნაცია” 19 ოქტომბერს აუცილებლად გაიმართება, თუმცა ავტორის გარეშე.

დღის ამბები