15 დეკემბერი 2017,   23:55
ვრცლად
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტს "ქართული ოცნება" ეცნობა

2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამ წუთებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს აცნობს. ცნობილია, რომ საფინანსო დოკუმენტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ დოკუმენტი სრულადაა მორგებული ქვეყნის საჭიროებებზე.

„ჩვენ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიების ზრდა მოხდებოდა ეკონომიკური ზრდის პარალელურად. მე ვიცი და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ მათ უნდა შემოიტანონ საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებლად და პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, დღევანდელ პენსიონერებს და არა მომავალ პენსიონერებს, მოემატებათ პენსია,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. 

დღის ამბები