03 მაისი 2024,   18:38
ვრცლად
ჩადო ერთი მილიარდი და ამოიღო 20 მილიარდი უკვე - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილზე

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, თბილისის საკრებულოს მიერ ივანიშვილის კომპანიისთვის 1900 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის გადაცემას აკრიტიკებს.

„შიდა ოკუპანტი, შიდა ოლიგარქი, რომელიც ასე ურცხვად ერთ ლარად ხელში იგდებს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი სულის საკუთრებას, დედაქალაქის ცენტრიდან დაწყებული შავი ზღვის აკვატორიით დამთავრებული. აი, ეს არის მუდმივი ოკუპაცია და ძალიან საშიში, რადგანაც სერიოზული პოლიტიკური ნების გარეშე, მისი გაუქმება აღარ მოხდება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, განსახილველ საკითხთა შორის ერთ ლარად გასხვისებული ქონების ჩამორთმევა იქნება.

"ეს რის ქველმოქმედია, ჩადო ერთი მილიარდი და ამოიღო 20 მილიარდი უკვე," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები