26 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში - თალიბანის მებრძოლებმა პოლიციის შენობასთან ცეცხლი გახსნეს

ავღანეთში თავდასხმა მოხდა. პაკტიას პროვინციაში თალიბანის მებრძოლებმა პოლიციის შენობასთან ჯერ მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს.

ბოლო მონაცემით, დაიღუპა 12 ადამიანი. დაჭრილთა რიცხვი კი 60-ს აღწევს. თავდამსხმელების სამიზნე პოლიციის შტაბის გვერდით მდებარე საწვრთნელი ცენტრი იყო.

საპასუხო სროლის შედეგად სამართალდამცველებმა ორი ტერორისტი მოკლეს. დაღუპულებს შორის, პოლიციელების გარდა, სამოქალაქო პირებიც არიან.

დღის ამბები