26 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
ნიკა მელიამ მარტვილის მერობის კანდიდატთან ერთად, სოფელ ბანძაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და მარტვილის მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ სოფელ ბანძაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა.

ძლიერი წვიმის გამო, სახლის სახურავი ჩამოინგრა, წყალი ყველა ოთახში ჩადის, დაზიანებულია სახლის კარკასი, იქ ცხოვრება კი სიცოცხლისათვის საშიშია.

მობინადრეები ადგილობრივ გამგეობას, ასევე რეგიონში დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებს მიმართეს , თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს.

ნიკა მელია მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს სასწრაფოდ დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები დაზარალებული ოჯახის მდგომარეობით და ისინი ელემენტალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყონ.

„ასეთმა ხელისუფლებამ უდნა დატოვოს კაბინეტები  21 ოქტომბერს და უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ასეთ ოჯახს არ მიატოვებს გაჭირვებაში,“-განაცხადა მელია.

დღის ამბები