26 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
"მმართველმა პარტიამ 12-ჯერ მეტი დაფინანსება მიიღო, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენმა" - "გამჭვირვალობის" ანგარიში

წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის გაკეთებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქარველოში“. ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთი ანგარიშს აცნობს მედიას. მათი ინფორმაციით, პარტიებმა სულ შემოწირულობებით მიიღეს 10 მილიონ 319 ათასი 998 ლარი, საიდანაც 93 პროცენტი შეწირულია "ქართული ოცნებისთვის". 

“მმართველმა პარტიამ 12-ჯერ მეტი დაფინანსება მიიღო, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენმა პარტიამ. ცხადია, ეს არის პრობლემა, რადგანაც ფაქტიურად ფინანსური შესაძლებლობებით მმართველი პარტია უფრო უპირატეს მდგომარეობაშია და ცხადია, ასეთი შესაძლებლობები არ აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რაც დიდი პრობლემაა. სულ 32-მა კომპანიამ შესწირა პოლიტიკურ პარტიებს და აქედან 31-მა მმართველ პარტიას, ერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შესწირეს 90 ლარი“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერის ლევან ნატროშვილის თქმით, წელსაც ფიქსირდება სარგებლის მიღებს მოტივით განხორციელებული შემოწირულობები.  

„შემოწირულობების განხორციელებისას ყველაზე მთავრი პოლიტიკური რისკი არის იმაში, რომ შემოწირულობა შეიძლება განხორციელდეს გარკვეული სარგებლის მიღებს მოტივით. ასეთი შემთხვევები ფიქსირდებოდა გასულ წლებშიც და ამ წელსაც მსგავსი ფაქტები გვაქვს,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა

დღის ამბები