26 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
უბნებზე ადგილი ჰქონდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას და ეს იყო კანონდარღვევა - ეკა გიგაური

„ჩემ გარეშემო ადამიანებს უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რატომ არ გავიდნენ არჩევნებზე და მოუწოდებდნენ, არჩევნებზე გასულიყვნენ,“ - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პრობლემურ საკითხად დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა დაასახელა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ დააფიქსირა ეს ტენდენცია, ეს არის პრობლემატური ტენდენცია, რომელიც თბილისის, თითქმის, ყველა უბანზე გვხვდებოდა. ის განცხადება, რაც ცესკო-მ გაავრცელა, რომ თითქოს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, არ არის სწორი. აქ ადგილი ჰქონდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას და ეს იყო კანონდარღვევა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, კომისიის თავმჯდომარეები საჩივრების დარეგისტრირებაზე უარს აცხადებდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლების მიმართ აგრესიით გამორიჩეოდნენ. მისი შეფასებით, საჩივრების დაწერის გამო დამკვირვებლები უბნებიდან გააძევეს კიდეც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები