04 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
ბიორკის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელები საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვლენ

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის, კონცერტებზე დასასწრებად მსმენელები საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვლენ. ელექტრონული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა.

31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები 25 ქვეყანაში გაიყიდა.

ბიორკის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან.

დღის ამბები