04 მაისი 2024,   06:08
ვრცლად
თამაზ მეჭიაური ხელისუფლებას კრიმინალურ თავდასხმაში ადანაშაულებს

თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, ხელისუფლებას კრიმინალურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ ჟინვალის გზაზე მის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმა არჩევნებს უკავშირდება.

ქართული ოცნების ყოფილი წევრის მხარდამჭერების მანქანას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი დღეს გამთენიისას ესროლეს.

თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ არჩევნები სწორედ მაშინ გააყალბეს, როდესაც თიანეთის მეოცე უბანზე ცარიელი ბიულეტენები მეორედ გადათვალეს და ქართული ოცნების კანდიდატი ხუთი ხმით გამარჯვებულად გამოაცხადეს.

მეჭიაური ხმების მოპარვასა და შედეგების გაყალბებაში მისივე ყოფილ თანაგუნდელს, ზაქარია ქუცნაშვილს, ადანაშაულებს.

ყოფილი დეპუტატი საია-თან ერთად იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ ბათილი ბიულეტენები თავიდან გადათვალა.

განმეორებით არჩევნების ჩატარებას მეოცე უბანზე არ ეთანხმება არც მეჭიაური და არც ქართული ოცნების კანდიდატი.

ჩატარდება თუ არა თიანეთის მეოცე უბანზე არჩევნები განმეორებით, ხვალ, 13:00 საათზე, გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები