04 მაისი 2024,   00:40
ვრცლად
ქუცნაშვილი მეჭიაურს ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებაში ადანაშაულებს

„მოხდა ის, რომ ერთადერთი რაიონი იყო, სადაც ოცივე პარტია ერთადერთი კანდიდატით - თამაზ მეჭიაურით, იყო წარმოდგენილი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თამაზ მეჭიაურის ბრალდებების სანაცვლოდ გააკეთა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, თამაზ მეჭიაურს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში ადანაშაულებს.

ქუცნაშვილის თქმით, თამაზ მეჭიაური ენმ-, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, დემოკრატიულ მოძრაობას და ლეიბორისტულ პარტიას თვითმმართველობის არჩევნების წინ გაურიგდა.

პატრიოტებთან მივიდა და ეუბნება, 2017 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილმა მე იმიტომ გამომიშვა ქართული ოცნებიდან, რომ საგარეჯოს არჩევნებში ირმა ინაშვილს ვქომაგობდიო. რომან გოცირიძესთან მივიდა, ახლა ამ არჩევნების წინ და ეუბნება, რომან, არ დააყენოთ ახლა ნაციონალებმა თიანეთში კანდიდატი, რომან გოცირიძე და ეგ მეგობრები არიან, ნაციონალებმა დაუჭირეს მას მხარი ამ არჩევნებში და მაგან სანაცვლოდ შტაბის უფროსად დანიშნა ყოფილი ნაციონალი, ელბერტ მითელაური, ვინც შეჭამა მთელი თიანეთი... ეს გარიგება შედგა მაგას და ნაციონალებს შორის და რომან გოცირიძემ არ დაუყენა ოპოზიციური კანდიდატი. ნიონო ბურჯანაძესთან მივიდა და უთხრა, რომ რა გინდა, მე რუსეთუმე ვარ, ხომ იცი და რუსეთუმებმა გავაძლიეროთ ერთმანეთიო. შალვა ნათელაშვილს შეუთვალა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი შენ ხომ გეზიზღება და ბიძინა ივანიშვილი და რა გინდა, მე ზაქარია ქუცნაშვილს ჩავძირავო,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღის ამბები