04 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი მილიონ 300 ათას დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ”ბედნიერი ცხოვრების” თეორია მილიონ 300 ათას დოლარად გაიყიდა. საუბარია ხელნაწერზე, რომელიც გერმანულ ენაზეა დაწერილი.

”მშვიდი და მოკრძალებული ცხოვრება ადამიანს უფრო აბედნიერებს, ვიდრე წარმატებისკენ სწრაფვა, რომელსაც მუდმივი ნერვიულობა ახლავს თან” - ნათქვამია ხელნაწერში. ეს ჩანაწერი გენიოსმა მეცნიერმა, ტოკიოს სასტუმროში გააკეთა, როდესაც მან ნობელის პრემიის გადაცემის შესახებ შეტყობინება მიიღო. გზავნილი მას სასტუმროს კურიერმა მიუტანა, თუმცა მეცნიერს იმ დროისთვის ნაღდი ფული არ აღმოაჩნდა და კურიერს ბედნიერების თეორია დაუწერა. აინშტაინმა მსახურს უთხრა, რომ ერთ დროს ეს ნაწერი მას დიდ ფულს მოუტანდა.

გენიოსი მეცნიერის ხელნაწერი აუქციონზე თითქმის 100 წლის შემდეგ სასტუმროს თანამშრომლის ნათესავმა გაიტანა. ხელნაწერი ანონიმმა მყიდველმა შეიძინა.

დღის ამბები