04 მაისი 2024,   01:34
ვრცლად
სახალხო დამცველი ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების შესახებ სახალხო დამცველის სარჩელის არსებით განხილვას დღეს დაასრულებს. პარლამენტის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში სახალხო დამცველი ყველა იმ საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების პროცესს არეგულირებს.

საუბარია ადმინისტრაციული კოდექსის, პოლიციის შესახებ კანონისა და იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც პროცესთან დაკავშირებით უწყებების პირველმა პირებმა, სხვადასხვა დროს გამოსცეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონი ბუნდოვანია და ნარკოტესტირების პროცესში, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებისა და თვითნებობის გამოვლენის რისკებს ზრდის.

„სახალხო დამცველი ითხოვს იმ პროცედურების მომწესრიგებელი კანონმდებლობის და ნორმატიული ბაზის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც შეეხება ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირებას. მიგვაჩნია, რომ ეს ნორმატიული აქტები საკმაოდ მაღალ თვითნებობას აძლევენ პოლიციის თანამშრომლებს,“ - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლემა მიხეილ შარაშიძემ. 

დღის ამბები