04 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
გალში მორიგ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება ითხოვა

ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გალში დასრულებულია. ქართულმა მხარემ დღის წესრიგში, კვლავ 2016 წლის 16 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაპატიმრება, ასევე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლება დააყენა, რომლებიც დრანდის ციხეში არიან დატყვევებული.

კიდევ ერთი თემა, მოსახლეობისთვის ფეხით გადაადგილების უფლების შეზღუდვა გახდა. 50-ე შეხვედრა, 3 საათს გაგრძელდა.

"ვისაუბრეთ 2016 წელს 19 მაისს სოფელ ხურჩაში მოკლული საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას საკითხზე. ამ მხრივ მოცემულობა არ შეცვლილა. დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ლოგიკური გაგრძელება ამ საქმის კუთხით არ მომხდარა, რადგან კანჯი ოღლი ამ საქმეში ბრალდებული პირი კვლავაც არის თავისუფალი. ცენტრალური მთავრობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მიმართულებით კვლავაც გააგრძელებს მუშაობას, რადგან ეს პირი აუცილებლად უნდა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები