04 მაისი 2024,   09:23
ვრცლად
კამათი ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე - ერთმანეთს გიგი წერეთელი და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ

კამათი ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე - ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" და „ახალი საქართველოს“ ლიდერები დაუპირისპირდნენ. გიგი წერეთელი გიორგი ვაშაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს დაუპირისპირდა, რომლის მიხედვით, ქალის და მამაკაცის საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრდეს და ორივე შემთხვევაში, 60 წლით განისაზღვროს.

გიორგი ვაშაძემ გიგი წერეთელი და "ევროპული საქართველო" წინასაარჩევნოდ პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი თქმით, პარტია საზოგადოებას პენსიების მატებას პირდებოდა.

„მარტო თბილისში, აპირებდი 500 მილიონის პენსიებში დახარჯვას შე კაი კაცო, მაგით მიიღეთ ხმები, მეცინება უბრალოდ. ეს რომ გელაპარაკათ წინასაარჩევნოდ, მემგონი გაგინახევრედებოდათ ხმები,“ - ამბობს ვაშაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგი წერეთელი გიორგი ვაშაძეს ეთანხმება, რომ საპენსიო ასაკი განსხვავებული არ უნდა იყოს, თუმცა არ ეთანხმება საკითხის იმ ნაწილში, რომ ადამიანები პენსიაზე ადრეულ ასაკში გაუშვან.

„აბსოლუტურად აცდენილი ხართ ძირითად ხაზს და გეუბნებით, ის, რომ პენსიამ მოიმატოს, ეს არის ცალკე ამბავი და ის, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს, არის სხვა ამბავი,“ - აცხადებს გიგი წერეთელმა.

დღის ამბები