03 მაისი 2024,   22:15
ვრცლად
სააკაშვილმა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პოროშენკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

მეორე დღეა, მიხეილ სააკაშვილი ღამეს უკრაინის რადას შენობის წინ გაშლილ კარავში ათევს. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი იქ საცხოვრებლად მხარდამჭერებთან ერთად გადავიდა. მისი აზრით, პროტესტი ასე უფრო ეფექტური იქნება.

უკრაინის ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერს საქართველოში ექსტრადირებით ემუქრება. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ სექტემბერში უკრაინის საემიგრაციო სამსახურს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დღეს „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი საემიგრაციო სამსახურში ადვოკატებთან ერთად მივიდა და ოფიციალური პასუხი მოითხოვა. დოკუმენტის ნაცვლად, იურიდიული ძალის არმქონე საბუთი გადასცეს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ადგილზევე დახია.

საემიგრაციო სამსახურის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან ერთად, კიევის სასამართლოშიც იმყოფებოდა. მან პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, საჩივარი შეიტანა.

რადასთან შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს სადეპუტატო იმუნიტეტი, შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები