04 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
ლარის მკვეთრი ვარდნა გრძელდება, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კი განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს

ლარი დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით დოლარი 2 ლარი და 56 თეთრი ღირს თუმცა, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია.

ევროსთან მიმართებაში დღეს ეროვნული ვალუტა ერთი თეთრით გამყარდა. ექსპერტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, გაგრძელდება თუ არა უახლოესი თვეების განმავლობაში ლარის ასეთი მკვეთრი ვარდნა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია.

„ქართული ოცნება“ უკვე მეოთხე დღეა, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს მხოლოდ ეროვნული ბანკისგან ითხოვს.

პასუხისმგებლობას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდს აკისრებს.

ლარმა გაუფასურება 5 დღეა დაიწყო, 24 ოქტომბრის შემდეგ დოლარი 8 თეთრით არის გაძვირებული.

დღის ამბები