01 მაისი 2024,   00:40
ვრცლად
პანკისის ხეობაში კლდიდან მამაკაცი გადავარდა - ახალგაზრდა მაშველებმა გადაარჩინეს

პანკისის ხეობაში კლდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ. მათ 20-წლამდე მამაკაცი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ახმეტიდან დაშავებული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში, გადაიყვანეს. 

დღის ამბები