03 მაისი 2024,   17:46
ვრცლად
ტერაქტების სერია სომალის დედაქალაქში - წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი 

სომალის დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვა ტერაქტების სერიას. ტერორისტებმა პრეზიდენტის სასახლესთან მდებარე სასტუმროსთან მცირე ინტერვალით ორი დანაღმული მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც სასტუმროს შენობაში შეიჭრნენ, სადაც მთავრობის წევრები უსაფრთხოების კონფერენციაზე იკრიბებოდნენ და ცეცხლი გახსნეს.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. უცნობია არიან თუ არა დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის მაღალჩინოსნები. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ალ-ქაიდას " მოკავშირე დაჯგუფება "ალ-შაბაბმა" აიღო. სწორედ ამ დაჯგუფებამ მოაწყო მოგადიშოში ორი კვირის წინ მასშტაბური თავდასხმები, რომელსაც 360-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები