03 მაისი 2024,   18:37
ვრცლად
ელენე ახვლედიანის ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ქართველი მუსიკოსები ელენე ახვლედიანის ოჯახის დასახმარებლად ერთიანდებიან -
საქველმოქმედო კონცერტი დღეს საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. საღამოს გამართვა ვაკის პარკში კლუბ "33ა"-ში იგეგმება.

ელენე ახვლედიანის ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება, რადგან ოჯახმა ბინა ნათესავის გადასარჩენად იპოთეკით დატვირთა. კლუბ "33 ა"-ში საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ნიაზ დიასამიძე, გია ნიკოლაძე, რომა რცხილაძე, რობი კუხიანიძე და ელენე კალანდაძე მიიღებენ.

დღის ამბები