03 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
გერმანიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს - სტიქიამ ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ რეგიონები დააზარალა

გერმანიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიამ ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ რეგიონები დააზარალა. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ბერლინის საგანგებო სამსახურმა უამინდობის გამო დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ყველა სამაშველო სამსახურში სრული მობილიზება გამოაცხადა. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უამინდობის გამო გადაიდო ავიარეისები, ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა რკინიგზამაც.

დღის ამბები