03 მაისი 2024,   16:11
ვრცლად
პირველად საქართველოს მასშტაბით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა

პირველად საქართველოს მასშტაბით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი დინამოს აკადემიაში თბილისის ბიზნეს სახლისა და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა.

„საქართველოს სამეფო თასში" ქვეყნის ხუთი რეგიონის 50-მდე მოზარდი მონაწილეობდა. ჩემპიონატის მიზანი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება, წახალისება, სპორტული განვითარება და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.

ტურნირის პარალელურად გაიმართა გამოფენა, წარმოდგენილი იყო მოზარდების ნამუშევრები. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ტრადიციული იქნება და ის ყოველწლიურად გაიმართება.

დღის ამბები