03 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას საქმის განხილვა იწყება

ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას საქმის განხილვა იწყება. პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს უნდა მოუსმინონ. ხახუბიას ოჯახის ადვოკატი „პოსტ სკრიპუტუმში“ გასულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კადრებში კარგად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისთვის ცნობილი იყო, თუ ვისზე ახორციელებდა დევნას.

„ჩვენ გადავამოწმებთ ყველა მოწმის მიერ მიცემული ჩვენების რეალობას. საბოლოოდ, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად გულწრფელი შეიძლებოდა ყოფილიყო მოწმე, ან არ ყოფილიყო სუბიექტური, გარკვეულ გარემოებათა გამო. ბატონმა გიორგიმ (ბექა ხახუბიას ძმა) მიუთითა, რომ იმიტომ არ აჩერებდა ბექა ხახუბია მანქანას, რომ ის ხშირად იყო, ასე ვთქვათ, მსხვერპლი საპატრულო პოლიციის მხრიდან არასწორი და ხშირი გაჩერების, დაჯარიმებისა და ა.შ. ჩვენ ახლა ამ ფაქტით დავადასტურებთ, რომ ერთადერთ შემთხვევაში არის ის დაჯარიმებული,“ - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

გასულ კვირას სასამართლოს კითხვებს იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა უპასუხა, რომელმაც პოლიციის ბრძანებით, გზა ტრაილერით გადაკეტა. 

დღის ამბები