04 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
უთანასწოროდ გადანაწილებული ფინანსები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიში

პოლიტიკური პარტიების ფინანსები კვლავაც უთანასწოროდაა გადანაწილებული და საფინანსო სასწორი კვლავაც მმართველი გუნდის სასარგებლოდაა გადახრილი. აუდიტის სამსახურმა საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების ფინანსური შემოწირულობების შესახებ მეორე შუალედური ანგარიში გააცნო. ამ დოკუმენტის მიხედვით მხოლოდ ოქტომბრის თვეში პარტიების შემოწირულობებმა დაახლოებით 11 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ხარჯი 8 მილიონი ლარი იყო. ნაშთს, 2 მილიონ ლარს პოლიტიკური სუბიექტები მეორე ტურებში გამოიყენებენ.

„ოქტომბრის თვეში განხორციელებული შემოწირულობები ჯამში შეადგენს 4 მილიონ ლარს, რომელშიც ასევე ლიდერობს ქართული ოცნება,“ შემდგომ არის „ევროპული საქართველო,“ ხოლო მესამე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ რაც შეეხება ჯამურად ხარჯებს, ანუ შემოწირულობებს დამატებული საბიუჯეტო რესურსები, ჯამში მიღებულია 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ. 3 მილიონი თანხა არის ნაშთად დარჩენილი საარჩევნო სუბიექტების ანგარიშზე, სავარაუდოდ მეორე ტურისთვის გამოსაყენებლად,“ - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მეორე შუალედური ანგარიში არსამთავრობო ორგანიზაციის წევრებს გააცნო. მესამე სექტორის განცხადებით, 22 დამფინანსებელთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება და ამბობენ, რომ ამ დამფინანსებლების შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რომლებიც მათ სუბიექტებს გადასცეს.

„საეჭვო შემოწირულობები ფიქსირდება ამ ეტაპისთვის. დაახლოებით 2 ათეულამდეა ასეთი და იკვლევს აუდიტის სამსახური ასეთ შემოწირულობებს, აქ არის საუბარი ისეთ შემომწირველებზე, რომელთა შემოსავალი არის დაბალი ვიდრე მათი განხორციელებული შემოწირულობა და ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ მან განახორციელა ფიქტიური შემოწირულობა. ასეთი ადამიანების მიმართ ტარდება კანონით გათვალისიწინებული ზომები,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ.

 ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები