02 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას აგრძელებს - კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.69 ლარი ღირს

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას კვლავაც აგრძელებს - ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს კიდევ 2 პუნქტით გაუფასურდა.

დღის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2.65-ით განსაზღვრა. გუშინ კი კურსი 2.63 ლარი იყო.

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.69 ლარს აღწევს.

ლარი ევროსთან მიმართებით 0.0274 ლარით გაუფასურდა და ხვალ მისი ყიდვა 3.0882 ლარად იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ვალუტა ბოლო სამი კვირაა, არასტაბილური გახდა. მკვეთრად გაუფასურება ლარმა არჩევნების შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები