03 მაისი 2024,   01:21
ვრცლად
თბილისის ახალმა მერმა "სითი პარკთან" შესაძლოა, სამართლებრივი დავა წამოიწყოს

„სითი პარკი“ დედაქალაქის ახალი მერისთვის მთავარი პრობლემაა. კახა კალაძე მერიის იურისტებს კომპანიასთან კონტრაქტის შესწავლას ავალებს. მიზანი კი დედაქალაქიდან „სითი პარკის“ ჯარიმის გარეშე გაყვანაა.

„სითი პარკის“ ინტერესების გათვალისწინებას კახი კალაძე არ გეგმავს. თბილისის არჩეული მერი კომპანიასთან სამართლებრივ დავას აანონსებს, რაც შესაძლოა, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით დასრულდეს.

კალაძე ეჭვობს, რომ კომპანია უკანონოდ მუშაობს, რადგან მისი ინფორმაციით, გასაჩივრებული ჯარიმების 99 პროცენტის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებებს მოქალაქეების სასარგებლოდ იღებს.

კალაძის ხმაურიანი განცხადების შემდეგ, „სითი პარკში“ ფიქრობენ, რომ თბილისის მერი მათი საქმიანობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ფლობს.

დავით ნარმანია ამ გადაწყვეტილებისგან სასურველ შედეგს არ ელოდება. დავით ნარმანიას მსგავსად, სასურველი შედეგის დიდი მოლოდინი არც პოზიციას აქვს.

კახი კალაძე თანამდებობას ოფიციალურად ორშაბათს ჩაიბარებს. თბილისის მერი გეგმავს, რომ იურისტებს კომპანია „სითი პარკის“ საქმიანობის შესწავლა დაავალოს, რის შემდეგაც შესაძლოა, უკვე კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებაც დაიწყოს.

დღის ამბები